ესპანური მედია: ესპანეთში აფეთქება მოხდა ქარხანაში, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალებს აწარმოებს
მსოფლიო ·

ესპანეთის ქალაქ გრანადასთან ახლოს, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს . მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. აფეთქება დენთის საამქროში მოხდა. როგორც ესპანური მედია იუწყება, ქარხანა, სადაც დაახლოებით 300 ადამიანი მუშაობს, დღის ბოლომდე დაკეტილი იქნება. ის სლოვაკურ კომპანია MSM Group-ს ეკუთვნის და მისი საქმიანობა გასაიდუმლოებულია.