ეროვნული კინოცენტრი: ვულოცავთ რეჟისორ ლევან კოღუაშვილსა და „გურიის“ შემოქმედებით გუნდს აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე (Asia-Pacific Screen Awards) მოპოვებულ უმაღლეს აღიარებას

ეროვნული კინოცენტრი რეჟისორ ლევან კოღუაშვილს და ფილმ „გურიის“ შემოქმედებით გუნდს საერთაშორისო წარმატებას ულოცავს. „ვულოცავთ რეჟისორ ლევან კოღუაშვილსა და „გურიის“ შემოქმედებით გუნდს აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე (Asia-Pacific Screen Awards) მოპოვებულ უმაღლეს აღიარებას - გამარჯვებას ნომინაციაში „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი“. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, APSA-ს ჯილდოს საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება „აზიურ ოსკარად“ მოიხსენიებს.