საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა ·

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩთან ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დიპლომატს წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. მან გერმანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.