რეზო შმერცი: საქართველო ინოვაციების წინა ხაზზეა - პროცესები სწრაფად, უსაფრთხოდ და სათანადო რეგულირების პირობებში ვითარდება

საქართველო ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინოვაციების განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმაა, - ამის შესახებ BR Capital-ის დამფუძნებელმა რეზო შმერცმა განაცხადა. მისი შეფასებით, „თბილისის ფინანსური სამიტი“ ყოველწლიურად ვითარდება, იზრდება ღონისძიების მონაწილეთა მასშტაბი და დისკუსიების ხარისხი, რაც საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს.