ნათია თურნავა: საქართველოს საბანკო სისტემა საერთაშორისო სანქციებს მაქსიმალურად იცავს, სერიოზული დარღვევის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

ეკონომიკა ·

ნათია თურნავა: საქართველოს საბანკო სისტემა საერთაშორისო სანქციებს მაქსიმალურად იცავს, სერიოზული დარღვევის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

საქართველოს საბანკო სისტემა საერთაშორისო სანქციებს მაქსიმალურად იცავს და ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სანქციების სერიოზული დარღვევის ან მათთვის თავის არიდების შემთხვევა არ გამოვლენილა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვისას განაცხადა.