ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს

პოლიტიკა ·

ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. ამასთანავე, მისი პირადი შემოსავლის 80 პროცენტზე მეტი კვლავ ეროვნულ და საზოგადოებრივ საქმეს ხმარდება, - წერს სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.