Bild: გერმანული კომპანია Audi-ს შემოსავალი მესამე კვარტალში 87%-ით შემცირდა
მსოფლიო ·

გერმანული ავტომწარმოებლის Audi-ს შემოსავალი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 87%-ით, 95 მილიონ ევრომდე შემცირდა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს . გამოცემის ცნობით, კომპანიამ, რომელიც Volkswagen-ის კონცერნის შემადგენლობაში შედის, მიმდინარე წელს უკვე მეორედ შეამცირა თავისი საფინანსო პროგნოზი. ახლა Audi ელის, რომ მისი წლიური მოგება 55-59 მილიარდი ევრო იქნება, ნაცვლად პროგნოზირებული 58-63 მილიარდი ევროსი.