„ჩემი პირველი ნერგის“ პროგრამის მეექვსე დღეს პირველკლასელებმა 1 000-მდე ნერგი დარგეს

საზოგადოება ·

„ჩემი პირველი ნერგის“ პროგრამის მეექვსე დღეს პირველკლასელებმა 1 000-მდე ნერგი დარგეს

„ჩემი პირველი ნერგის“ პროგრამის მეექვსე დღეს პირველკლასელებმა 1 000-მდე ნერგი დარგეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამწვანების ღონისძიებები ქარელში, ხარაგაულსა და ჭიათურაში გაიმართა. ჯამში, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს რეგიონებში 18 000-მდე ნერგი დაირგო. პროგრამა საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება.