მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდა

ჯანდაცვა ·

მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდა. ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად იგი ბელგიის მიერ ჯანმოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და სამოქმედო ხედვა გააცნო. მისი განცხადებით, სამოქმედო ხედვაში წარმოდგენილი პრიორიტეტები საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს ემთხვევა.