ირაკლი გოგავა: არის რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც პარტიები აიკრძალა, შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი იყო შეტანილი, სასამართლომ გამოიტანა ისეთი ამორფული გადაწყვეტილება, რომ რაღაც ნიუანსს არ ეთანხმება, შედეგად არაფერი - ეს პარტიები დარჩნენ აკრძალული
პოლიტიკა ·

საქართველოში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი, როდესაც ყოფილი მმართველი ძალა სამართლდება იმ გადაცდომებისთვის, უკანონობისთვის, რაც ჩაიდინა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ. მისივე თქმით, ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, მექანიზმი, რომელიც იმუშავებს ახლაც და კიდევ მინიმუმ ორი თაობა იმუშავებს ისევე, როგორც ნიურნბერგის პროცესმა იმუშავა. გოგავა მიიჩნევს, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი საქართველოს მომავლისთვის.