ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და რადის დეპუტატმა მიკიტა პოტურაევმა, რომელიც საქართველოში პარტიების აკრძალვის პროცესს აპროტესტებს, უკრაინაში თავად აკრძალა 18 პარტია
პოლიტიკა ·

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი მიკიტა პოტურაევი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეს გამოეხმაურა. პოტურაევმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას შემაშფოთებელი უწოდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მარტში უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციამ რადაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა , რომელსაც მხარი პოტურაევმაც დაუჭირა.