ბექა გელენავამ საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენის დროს განაცხადა, რომ სამაჟორიტარო ბიუროში იგი აქტიურად ხვდება მოსახლეობას, ეცნობა მათ საჭიროებებს და უშუალოდ არის ჩართული მათ მოგვარებაში

საზოგადოება ·

ბექა გელენავამ საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენის დროს განაცხადა, რომ სამაჟორიტარო ბიუროში იგი აქტიურად ხვდება მოსახლეობას, ეცნობა მათ საჭიროებებს და უშუალოდ არის ჩართული მათ მოგვარებაში

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ზედა ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა გელენავამ მოსახლეობას 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში გააცნო. დეპუტატმა საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე სარევიზიო კომისიების საქმიანობა მიმოიხილა, რის შემდეგაც ბექა გელენავამ მოსახლეობას თავის სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.