სტუ-ის სტუდენტების პროექტმა Exsul-მა UNI4VERSE – FINEDU 2026-ზე პარტნიორების ინტერესი და ბიზნესმენტორინგის შეთავაზება დაიმსახურა

საზოგადოება ·

სტუ-ის სტუდენტების პროექტმა Exsul-მა UNI4VERSE – FINEDU 2026-ზე პარტნიორების ინტერესი და ბიზნესმენტორინგის შეთავაზება დაიმსახურა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, სტუდენტების წარმატება მნიშვნელოვანია როგორც მათი პირადი და პროფესიული განვითარების, ისე ფაკულტეტზე ინოვაციური და პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს განმტკიცებისთვის. „ვულოცავ დავით გრევესა და მირიან ფუტკარაძეს კონკურსში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგს და მადლობას ვუხდი პროფესორ ნონა ოთხოზორიას სტუდენტების მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის.