Reuters - პედრო ალიანა პარაგვაის ახალი პრეზიდენტი გახდა - ყოფილ პრეზიდენტს შინაპატიმრობა მიუსაჯეს

მსოფლიო ·

Reuters - პედრო ალიანა პარაგვაის ახალი პრეზიდენტი გახდა - ყოფილ პრეზიდენტს შინაპატიმრობა მიუსაჯეს

პედრო ალიანა პარაგვაის ახალი პრეზიდენტი გახდა - ყოფილ პრეზიდენტს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პარაგვაის ვიცე-პრეზიდენტმა, პედრო ალიანამ საპრეზიდენტო ფიცი დადო, მას შემდეგ, რაც ყოფილ პრეზიდენტ სანტიაგო პენიას ქვეყნის სენატმა იმპიჩმენტი გამოუცხადა. იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ სანტიაგო პენია შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. პროკურორების განცხადებით, ბრალდების დაზუსტება გრძელდება, თუმცა შესაძლოა იგი სარგებლის მიღების მიზნით გავლენის გამოყენებას მოიცავდეს. თავად პენია ბრალდებებს უარყოფს.