საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებული გამოსცა

საზოგადოება ·

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებული გამოსცა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით, სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას ინიციატივითა და წინასიტყვაობით, სამეცნიერო კრებული გამოიცა. ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. „წიგნისთვის მასალები და ილუსტრაციები მოიძია, ვრცელი სამეცნიერო კვლევა დაურთო და კრებული გამოსაცემად მოამზადა საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორმა, პროფესორმა ბექა ქანთარიამ.