ბათუმში მეზობელმა მეზობელი დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია

ბათუმში მეზობელმა მეზობელი კაცი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.