Associated Press - აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყა
მსოფლიო ·

აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყა აშშ-მა კუნძულ ქეშმზე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა შეზღუდული ხასიათის დარტყმები განახორციელა, რის შემდეგაც, კუნძულ ქეშმის სუზას რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა. კუნძულ ქეშმზე დარტყმები აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა. ტრამპის თქმით, აშშ-მა კუნძულ ქეშმზე „მცირე მასშტაბის“ იერიში მიიტანა.