ლაშა ფარულავა - ჩვენი ინიციატივა აზარტული თამაშების ბიზნესის სრულ აკრძალვას არ ითვალისწინებს - სათამაშო ბიზნესი სრულად უნდა ორიენტირდეს ტურისტულ ბაზარზე, ხოლო მოქალაქეებისთვის ონლაინ და ფიზიკურ კაზინოებში თამაში მკაცრად შეიზღუდოს
პოლიტიკა ·

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მილიონამდე მოქალაქეა ჩართული აზარტულ თამაშებში, ხოლო დაახლოებით 400 ათასი პირი კლინიკური დამოკიდებულების ზონაში იმყოფება. შედეგად, ინგრევა ოჯახები და იზრდება სუიციდის შემთხვევათა სტატისტიკა-ჩვენ ვთავაზობთ რეგულირების ისეთ მოდელს, სადაც ინდუსტრია მოუტანს შემოსავალს სახელმწიფოს, ხოლო მოქალაქეებს შეუნარჩუნებს მომავალს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ - ერთ ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა წერს, რითაც ეხმაურება პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საქართველოში…