ანონსი 8 ნოემბერი

8 ნოემბერს, 10:00 საათიდან 17:30 საათამდე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაციის დაფუძნებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. შეხვედრაზე განიხილავენ დაავადებათა ადრეული გამოვლენის, კიბოს სკრინინგის, ვაქცინაციისა და პრევენციული მედიცინის მნიშვნელობას.