პოლონური მედია - კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
მსოფლიო ·

კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს . არსებული ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ კრაკოვის საბაზრო მოედანზე სროლა მოხდა, რის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. წმინდა მარიამის ეკლესიის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ, მოედანზე კი სამედიცინო ვერტმფრენი დაეშვა. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის სპიკერის თქმით, სროლის შედეგად არიან დაღუპულები და დაშვებულები.