დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანისა და რუსეთ-უკრაინის ომის საკითხები განიხილეს
მსოფლიო ·

აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს . თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით , ლიდერებმა განიხილეს თურქეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური მოვლენები. “ხაზი გაუსვა რა იმას, რომ ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა უნდა დასრულდეს, ხოლო საკითხები დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მშვიდობის დამყარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.