იმპორტიდან ექსპორტამდე - ნოვას 20 წელი

ნოვას საერთაშორისო ურთიერთობები პროდუქტის საქართველოში შემოტანით დაიწყო. ოცი წლის თავზე კომპანია თავად ქმნის ქართულ პროდუქტს და მისთვის უფრო ფართო ბაზარს ეძებს. ამ ცვლილების უკან საწარმოებში, ტექნოლოგიებსა და ადამიანებში ჩადებული წლები დგას. 8 ნოემბერს ნოვა 20 წლის ხდება. ხუთი მეგობრის მიერ დაფუძნებული კომპანია ამ თარიღს ათასზე მეტი თანამშრომლით, 700-ზე მეტი დასახელების საკუთარი პროდუქტითა და საქართველოს ათ ქალაქში მოქმედი საცალო ქსელით ხვდება.