იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
მსოფლიო ·

იაპონიაში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც აიჩისა და შიზუოკას პრეფექტურებში 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა , - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს . იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი შიზუოკას პრეფექტურის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით 40 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება არ გამოცხადებულა. მიწისძვრაზე რეაგირების მიზნით, ცენტრალურმა მთავრობამ საკოორდინაციო შტაბი შექმნა.