საყოველთაო გაფიცვის ფონზე მომხდარი ინციდენტების გამო, ბარსელონაში პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა

მსოფლიო ·

საყოველთაო გაფიცვის ფონზე მომხდარი ინციდენტების გამო, ბარსელონაში პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა

ესპანეთში, საყოველთაო გაფიცვა არეულობაში გადაიზარდა. ბარსელონაში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით კატალონიის პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ჟაუმე კულბონიმ განაცხადა . მისი თქმით, ბარსელონას მერია სასამართლო პროცესებში ჩაერთვება, რომლებიც ქალაქისთვის მიყენებულ ზიანს უკავშირდება.