დავით მათიკაშვილი - სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის დანაშაულების კასკადი - იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა, შეეცდებიან, თავის დაძვრენას, რასაც, ბუნებრივია, ვერ შეძლებენ
პოლიტიკა ·

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში კითხვა-პასუხის რეჟიმისთვის ემზადება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ შემდგომი სხდომები ოპოზიციის „ანტიკონსტიტუციურ შინაარს“ სრულად აჩვენებს. მისი შეფასებით, მოპასუხე მხარე ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი და ლოგიკას აცდენილი არგუმენტებით შეეცდება „თავის დაძვრენას“, თუმცა ამას ვერ შეძლებენ.