ლაშა ფარულავა - თბილისი არის ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის, კიბერ ქოლ-ცენტრების ჰაბი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“ - მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, თავი დაანებონ მფარველობას და დაიწყონ გამოძიება

პოლიტიკა ·

თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, არის ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის, კიბერ ქოლ-ცენტრების ჰაბი და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“. ეს უმძიმესი დანაშაულია, მასში ათი ათასობით ახალგაზრდაა ჩართული და ეს ფული, ჩვენი ინფორმაციით, სამშენებლო სექტორსა და აზარტული თამაშების ბიზნესში ირეცხება. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, თავი დაანებონ მფარველობას და დაიწყონ გამოძიება. ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე კონკრეტული დამნაშავეები არ იქნებიან დასჯილები.