ლაშა ფარულავა - ივანიშვილის რეჟიმს პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს - „ქართული ოცნება“ ისტორიის სამარცხვინო ფურცელს წერს, რასაც ქართველი ხალხი გადახევს და ევროპის სასამართლო საქმეზე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს
პოლიტიკა ·

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, სასამართლო სხდომებისას ეს იკითხება, თუმცა ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვართ და თუკი ვინმეა ისტორიის სამარცხვინო ფურცელი, ეს „ქართული ოცნებაა“ თავისი საკონსტიტუციო სარჩელით, რომელიც ამ ქვეყანაში დემოკრატიას აუქმებს და ამის იურიდიულ გაფორმებას სწორედ ის კოლეგია ახდენს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია.