თბილისის ვეკუას სახელობის სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილი, ნაწილი კი ადმინისტრაციასთან შეხვედრას მართავს - მათი განცხადებით, არ „აქვთ ინფორმაცია, „რა ელით მათ შვილებს ორშაბათიდან“

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილი . მშობლებისა და მასწავლებლების ნაწილი სკოლის ადმინისტრაციასთან შეხვედრას მართავს. ერთ-ერთი მშობლის თქმით, განათლების სამინისტრო ეძებს ალტერნატიულ ფართს, თუმცა პროცესი იწელება და ჯერ კიდევ უცნობია სწავლის განახლების ფორმა და თარიღი. მათი ერთადერთი მოთხოვნაა ისეთი ფართის გამოყოფა, სადაც მოსწავლეები ღირსეულ გარემოში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას.