გიორგი სიორიძე - „ქართულ ოცნებას“ არაკონსტიტუციურ ზრახვებში ვამხელთ - აბსურდულ სარჩელს ნაწილ-ნაწილ დავშლით
პოლიტიკა ·

„ძლიერი საქართველო - ლელო” „ქართულ ოცნებას“ არაკონსტიტუციურ ზრახვებში ამხელს. ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძე განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ დაგეგმილი განხილვა გადაიდო, ოპოზიციონერის თქმით, სამშაბათიდან მისი პოლიტიკური ძალა დეტალურად ამხელს მმართველ პარტიას „დანაშაულებრივ მიზანში“, რომელიც ოპოზიციის გაქრობით საქართველოში დიქტატურის გაფორმებას ითვალისწინებს.