მშობლის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ვეკუას სკოლის შენობაში გაგრძელდება და გაძლიერდება უსაფრთხოება - ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსი კი, რომელიც სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად 2027 წლის სექტემბერში იქნება მზად

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლის მშობლის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ხვალ სკოლის შენობაში გაგრძელდება, სადაც გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება. მშობლის ინფორმაციით, მათთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები, ამასთან, დაემატებიან მანდატურებიც. “ეს მესიჯი მოგვივიდა სკოლას ლალი კალანდაძისგან რამდენიმე წუთის წინ! ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი!