ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატის დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ადვოკატის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე: „ადვოკატი, უფლებების ეფექტიანი დაცვა და პრო ბონო სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“. ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, კონფერენცია 200-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს, მათ შორის არიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ადვოკატები, იურიდიული სფეროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელები. „ღონისძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გახსნა.