მშობელი - ჩატარდება ილია ვეკუას სახელობის სკოლის განმეორებითი ექსპერტიზა და, სავარაუდოდ, ამ შენობაში მოხდება სასწავლო წლის დასრულება

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლაში მშობელთა საბჭოსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის შეხვედრა დასრულდა. ერთ-ერთი მშობლის თქმით, სკოლაში სასწავლო წელი შენობის უსაფრთხო ნაწილში, განსხვავებული სასწავლო გეგმითა და განრიგით გაგრძელდება. მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში სკოლა ძველი განრიგით იმუშავებს, ხოლო მოსწავლეები ხვალ სკოლაში მისვლას შეძლებენ. „მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ ერთი კვირის განმავლობაში სკოლა მუშაობას გააგრძელებს იგივე რეჟიმით, ძველი სასწავლო ცხრილით.