Politico - ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინისთვის განკუთვნილ დაფინანსებაში 7 მილიარდი ევროს ოდენობის დეფიციტი აქვთ
მსოფლიო ·

ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინისთვის განკუთვნილ დაფინანსებაში 7 მილიარდი ევროს ოდენობის დეფიციტი აქვთ იმ ფონზე, როდესაც რუსეთი დაბომბვის კამპანიას აძლიერებს, კიევი კი საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს ითხოვს, - ამის შესახებ Politico წერს. ივლისში ნატოს 32-მა წევრმა ქვეყანამ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, უკრაინას 2026 წელს 70 მილიარდი ევროს, ხოლო 2027 წელს - ანალოგიური მოცულობის სამხედრო დახმარება უნდა გაეწიოს.