შალვა პაპუაშვილი პრაღაში გაემგზავრა

პოლიტიკა ·

შალვა პაპუაშვილი პრაღაში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ პრაღაში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.