თბილისის ილია ვეკუას სკოლა - სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობაში, უსაფრთხო ნაწილში, სექტემბერში კი სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის ფართში

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის გაგრძელებასა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტროსთან შეთანხმებით სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობის უსაფრთხო ნაწილში, ხოლო 2027 წლის სექტემბერში სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის შესაბამის ფართში.