ილჰამ ალიევი - ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ აზერბაიჯანისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრიც კი ვერავინ გაბედოს

მსოფლიო ·

ილჰამ ალიევი - ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ აზერბაიჯანისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრიც კი ვერავინ გაბედოს

დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს ეუბნება: ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ აზერბაიჯანისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრიც კი ვერავინ გაბედოს! დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ხალხისადმი მიმართულ მილოცვაში განაცხადა . მისი თქმით, დღეს აზერბაიჯანი ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც არავისზე დამოკიდებული არ არის და დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს.