ადვოკატთა ასოციაციაში ახლად გაწევრიანებულმა 200-ზე მეტმა ადვოკატმა პროფესიული ფიცი დადო

საზოგადოება ·

ადვოკატთა ასოციაციაში ახლად გაწევრიანებულმა 200-ზე მეტმა ადვოკატმა პროფესიული ფიცი დადო

ადვოკატის დღისადმი მძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ადვოკატთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა . ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, პროფესიული ფიცი ადაპტაციის პროგრამის 200-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა დადო. „ახლად გაწევრიანებულ ადვოკატებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა ადვოკატის პროფესიაში შესვლა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.