ირაკლი კობახიძე - ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არამხოლოდ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის საფუძველია, არამედ ჩვენთვის არის გზამკვლევი, რომელიც დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის დროს

საზოგადოება ·

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყვარელში, ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ილია ჭავჭავაძემ ქვეყნისათვის ურთულეს ეპოქაში გააერთიანა ყველაფერი, რაც მაშინდელ საქართველოს სჭირდებოდა.