ჟან-ნოელ ბარო - საფრანგეთი აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებებს შეუერთდება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროპის ხმა ისმოდეს

მსოფლიო ·

ჟან-ნოელ ბარო - საფრანგეთი აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებებს შეუერთდება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროპის ხმა ისმოდეს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის 10-11 ნოემბერს დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე მისი ქვეყანაც იქნება წარმოდგენილი. ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ ევროპელები სათანადოდ იქნებიან წარმოდგენილები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ ამ მოლაპარაკებებზე. „საფრანგეთი აბუ-დაბიში ჩავა ამ დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად. ჯერ ვერ ვიტყვი, ვინ წარმოადგენს საფრანგეთს ამ შეხვედრაზე, მაგრამ საფრანგეთი უეჭველად იქ იქნება“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.