არაკაცური საქციელი, რომელიც დვალიშვილის მიმართ ჩაიდინეს მას ვერაფერს დააკლებს - ცოტნე ივანიშვილი
პოლიტიკა ·

მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს ცოტნე ივანიშვილი. ის სოციალურ ქსელში ქართველ მებრძოლთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ არაკაცური საქციელი, რომელიც დვალიშვილის მიმართ ჩაიდინეს, მას ვერაფერს დააკლებს. " გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება" - წერს ცოტნე ივანიშვილი. UFC-ის ქართველ მებრძოლს აბუ-დაბიში სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს დროს დაესხნენ თავს.