ამსტერდამში ათიათასობი ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა და მთავრობას ისრაელის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდა
მსოფლიო ·

ამსტერდამში ათიათასობით ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა და ნიდერლანდების მთავრობას ღაზასთან დაკავშირებით ისრაელის წინააღმდეგ უფრო გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდა, - ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს. ნიდერლანდებში გამართული დემონსტრაციების, „წითელი ხაზის“, ორგანიზატორები მოითხოვდნენ ისეთ ზომებს, როგორიცაა ისრაელის მიმართ უფრო მკაცრი სავაჭრო სანქციების დაწესება, ღაზაში ისრაელის ქმედებების ოფიციალურად გენოციდად გამოცხადება და ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის სრული შეწყვეტა.