დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანზე თავდასხმების განახლება „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება

მსოფლიო ·

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანზე თავდასხმების განახლება „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, ირანთან ომის განახლების ბრძანების გაცემა მოუწიოს, თუკი თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში წინსვლა იქნება და ჰორმუზის სრუტე გაიხსნება. „ეს იმაზეა დამოკიდებული, მოაწერენ თუ არა ხელს ძალიან მყარ შეთანხმებას. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საჭირო გახდეს. ის ჩამოშლის პირას მყოფი ქვეყანაა. ახლახან გახდა ცნობილი, რომ წელს ინფლაციამ 301% შეადგინა. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საჭირო იყოს.