დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, APEC-ის სამიტზე სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გავმართავ
მსოფლიო ·

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ მომავალ კვირას, ჩინეთში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ლიდერთა სამიტზე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, რათა მათთან ირანში ომის დასრულებისა და ბირთვული განიარაღების საკითხები განიხილოს. Reuters-ის ინფორმაციით , დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაემგზავრება APEC-ის სამიტზე, რომელიც 18-19 ნოემბერს სამხრეთ ჩინეთში, შენჭენში გაიმართება.