დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინა, ომის დასრულების შემდეგ, „ოდნავ განსხვავებულ ფორმას“ მიიღებს

მსოფლიო ·

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინა, ომის დასრულების შემდეგ, „ოდნავ განსხვავებულ ფორმას“ მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“. “ვფიქრობ, ეს მოხდება და საბოლოოდ უკრაინა ოდნავ განსხვავებული ფორმით დარჩება”, - აღნიშნა ტრამპმა CBS-ის გადაცემა 60 Minutes-ში, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიაჩნია თუ არა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩება.