ციფრული სამყარო ყველასთვის: DataFest Tbilisi ბავშვებსა და უფროსი თაობის მონაწილეებს სპეციალურ პროგრამებზე უმასპინძლებს

DataFest Tbilisi 2026-ის მეათე გამოშვების ფარგლებში, ფესტივალის პროგრამას ბავშვებისა და უფროსი თაობისთვის განკუთვნილი აქტივობები ემატება. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს, ტექნოლოგიებისა და ციფრული ინსტრუმენტების შესახებ ცოდნა ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის მონაცემებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტი 6-14 წლის ბავშვების 97.2%-ს გამოუყენებია, 60 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში კი ეს მაჩვენებელი 65.4%-ია.