მარკო რუბიო - გარკვეული წინსვლაა იმასთან დაკავშირებით, როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ - შესაძლოა, გარკვეულ პროგრესს აბუ-დაბიში მივაღწიოთ

მსოფლიო ·

მარკო რუბიო - გარკვეული წინსვლაა იმასთან დაკავშირებით, როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ - შესაძლოა, გარკვეულ პროგრესს აბუ-დაბიში მივაღწიოთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით , ომის შემდეგ უკრაინისა და ევროპის „უსაფრთხოების ინფრასტრუქტურასთან“ დაკავშირებით გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. მისი თქმით, მიმდინარე კვირაში აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, შესაძლოა, შემდგომ პროგრესს მიაღწიონ. რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისა და დანარჩენი ევროპისთვის მოკავშირეების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.