GCCA სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს

საზოგადოება ·

GCCA სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენლებმა, სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, 6 ნოემბერს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა, ამჯერად, კახეთში, ქალაქ თელავის სსიპ N7 საჯარო სკოლაში გამართეს. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის ძირითად საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.