Taschen-ის საკოლექციო წიგნები - 7 უნიკალური წიგნი დიზაინსა და მოდაზე

საზოგადოება ·

Taschen-ის საკოლექციო წიგნები - 7 უნიკალური წიგნი დიზაინსა და მოდაზე

როდესაც საქმე ეხება ხელოვნების, მოდის, არქიტექტურისა და ვიზუალური კულტურის უმაღლესი ხარისხის გამოცემებს , არსებობს ერთი გლობალური სახელი, რომელიც ესთეტიკასთან და წიგნი ს საკოლექციო ღირებულებასთან ასოცირდება - Taschen . 1980 წელს გერმანიაში, ბენედიქტ ტაშენის მიერ დაარსებულ ლეგენდარულ გამომცემლობას წიგნის ბეჭდვის ხელოვნება ახალ სიმაღლეებზე აჰყავს. Taschen ცნობილია თავისი უკომპრომისო ხარისხით: გიგანტური ფორმატის ტომებით, უნაკლო პოლიგრაფიით, ექსკლუზიური ფოტომასალითა და უნიკალური დიზაინით.