მაია სანდუ - მოსკოვი ენერგორესურსებს ჩვენს შანტაჟისთვის იყენებდა, ეს დასრულდა: მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს
მსოფლიო ·

მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, გაიხსნა ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ქვეყანას რუმინეთთან და ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან აკავშირებს. „დღეს ჩვენ გავხსენით ვულკანეშტი-კიშინიოვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც მოლდოვას რუმინეთთან და ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან აკავშირებს. ათწლეულების განმავლობაში მოსკოვი ენერგორესურსებს ჩვენს შანტაჟისთვის იყენებდა. ეს დასრულდა: მოლდოვა რუსულ გაზს ნულოვანი რაოდენობით ყიდულობს, რუმინეთთან კი კიდევ ორი ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა იგეგმება.