საია - ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს

პოლიტიკა ·

საია - ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს შესახებ 2026 წლის ანგარიში, რომელიც 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2026 წლის 1-ელი სექტემბრამდე პერიოდს ფარავს, წინა ანგარიშების მსგავსად, „უკიდურესად მძიმე რეალობას აღწერს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკუსვლის გაგრძელებაზე მიუთითებს“.